როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 ოქტომბრის №438 დადგენილებით, 2025 წლის 3 ოქტომბერი განისაზღვრა უქმე დღედ.
ამასთან, იმავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, ხსენებული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6639648?publication=0